შალვა პაპუაშვილი: არის ზოგიერთი დიპლომატი საქართველოში, რომელიც რიგით ქართველ პოლიტიკოსადაა ქცეული და პირდაპირ აკოპირებს რადიკალური ოპოზიციის გზავნილებს
,,არის ზოგიერთი დიპლომატი საქართველოში, რომელიც რიგით ქართველ პოლიტიკოსადაა ქცეული და პირდაპირ აკოპირებს რადიკალური ოპოზიციის გზავნილებს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში აკრედიტებული ელჩების ნაწილი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ვენის კონვენციის დარღვევითაა ჩართული.
,,არის ზოგიერთი დიპლომატი საქართველოში – ელჩი თუ სხვა თანამშრომელი საელჩოსი, რომელიც ჩვეულებრივ რიგით, ქართველ პოლიტიკოსადაა ქცეული და ამ შემთხვევაში პირდაპირ აკოპირებს რადიკალური ოპოზიციის გზავნილებს, თუ ქცევის წესსა და სტანდარტებს და რა თქმა უნდა, თუ ამაზე მიდიან და ხდებიან ადგილობრივი პოლიტიკოსები, მაშინ მით უმეტეს, აიტანონ ის პოლიტიკური კრიტიკის სტანდარტი, რომელიც საქართველოში არსებობს.
ყველას შევახსენებ კიდევ ერთხელ, როგორც ჩანს, კიდევ შეხსენებაა საჭირო, რომ ვენის კონვენციის 41-ე მუხლი, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, მოიცავს ორ საკითხს, რომელიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული. პირველი, ეს გახლავთ აკრედიტებულ ქვეყანაში დიპლომატის იმუნიტეტი და პრივილეგიები. იცით, მათ აქვთ სამართლებრივი იმუნიტეტი, საგადასახადო პრივილეგიები და სხვა საკითხები, ანუ განსაკუთრებული სტატუსი აქვს ყველა ელჩს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.