თბილისის საკრებულოს „ნაციონალები“ ისნის რაიონის გამგებლის პასუხისმგებლობას ითხოვენ

თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ისნის რაიონის გამგებელის ვახტანგ ქიზიყურაშვილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ. ფრაქციის ცნობით, დღეს გაიმართა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ,,ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” ფრაქციების გაერთიანებულ სხდომა, სადაც ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი იყო მიწვეული.
როგორც ფრაქციაში აცხადებენ, სხდომაზე განსახილველ საგანს წარმოადგენდა ისნის რაიონის გამგეობაში თანამშრომლებზე სისტემატურად მიმდინარე ზეწოლები. კერძოდ, ისინის გამგებლის მოადგილის, ბესიკ დონაძის მიმართ წარმოებული დანაშაულებრივი კანონდარღვევები: იძულების დამამტკიცებელი ჩანაწერები; ამავე გამგეობის ნავთლუღის უბნის სამსახურის უფროსის თეონა ჭალიძისთვის მიცემული სამსახურებრივი დავალებები, რომლის თანახმად ერთ სამუშაო დღეში მას უნდა მიეწოდებინა გამგეობისთვის კონკრეტული ინფორმაცია შპს ,,თბილსერვის ჯგუფის” მუშაობასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე, და ასევე 2014 წელს დაგეგმილი ატესტაციის საკითხი.
ფრაქციის ინფორმაციით, გამგებელი სხდომაზე არ გამოცხადდა. მას აღნიშნულ სხდომაზე მოწვევის შესახებ 2014 წლის 8 ოქტომბერს #08-4/1931 გაგზავნილი წერილით ეცნობა.
„გამგებლის ქმედებიდან ჩანს, მან გარდა იმისა, რომ არ იცის, რა უფლებები და ვალდებულებები აქვს თანამშრომლებთან, ასევე არ იცის, რომ საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, გამგებელი ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე. ამ ყველაფერს ემატება ქიზიყურაშვილის არაკომპეტენტურობაც. ჩვენ მიერ გაგზავნილ წერილში ნათლად იყო მითითებული, რისთვის, როდის და რა საფუძვლით ვიწვევდით სხდომაზე”, – აცხადებენ ფრაქციაში.
მათივე ინფორმაციით, საპასუხოდაც, 16 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სხდომის დასრულების შემდეგ, მათ ჩაბარდათ “აბსოლუტურად უშინაარსო წერილი”, რომელშიც ფრაქციის წევრებს სთხოვდნენ შემდგომში დაეკონკრეტებინათ საკითხები.
“ამ არაფრისმთქმელი პასუხით გამგებელმა წარმატებულად შეძლო კიდევ ბევრი ეთქვა საკუთარი ,,შესაძლებლობების” შესახებ. ქიზიყურაშვილი თვითონ არ ახორციელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ხელს უშლის საკრებულოს წევრებს საკრებულოს რეგლამენტის მე-14 მუხლის საფუძველზე მინიჭებული უფლების განხორციელებაში ,,შეუფერხებლად შეხვდეს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს” და ასევე უგულებელყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის # 2–1 დადგენილების 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც თბილისის მთავრობის წევრი მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია დაესწროს ფრაქციის სხდომას, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოითხოვენ, დადგეს ისნის რაიონის გამგებელის ვახტანგ ქიზიყურაშვილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან მის მიმართ არსებობს პრეტენზიები ზეწოლის განხორციელების შესახებ; მთავრობის წევრი ვერ ერკვევა მის უფლება-მოვალეობებში; არ ემორჩილება კანონის მოთხოვნებს და აკნინებს საკრებულოს ინსტიტუციას’’, – აცხადებენ ფრქციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები