შალვა პაპუაშვილი: ბალტიის ქვეყნების პოლიტიკოსები ყველაფერ საბჭოურს გაემიჯნნენ, თუმცა, ძალიან კარგად შეითვისეს საბჭოური მეთოდები და პარტიის ინსტრუქტორების ტონში ესაუბრებიან დამოუკიდებელ სახელმწიფოს

,,სამწუხაროდ, ზუსტად ეს აღქმა გვაქვს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებას, რომ ევროპარლამენტი საბჭოთა ინსტიტუტს წააგავს.

პაპუაშვილის თქმით, საბჭოთა მეთოდები განსაკუთრებით კარგად ბალტიის ქვეყნების პოლიტიკოსებმა შეითვისეს.

„სამწუხაროდ, ზუსტად ეს აღქმა გვაქვს, განსაკუთრებით, როდესაც ქალბატონი რასა დგება ტრიბუნასთან და რუსული აქცენტით საუბრობს ინგლისურად და ზუსტად იმ ნარატივში, როგორც მოსკოვი ელაპარაკებოდა თავის დროზე ქართველებს. განსაკუთრებით, ბალტიის ქვეყნების პოლიტიკოსები ყველაფერ საბჭოურს გაემიჯნნენ და ის პერიოდი ოკუპაციად აქვთ გამოცხადებული, თუმცა, ძალიან კარგად შეითვისეს საბჭოური მეთოდები და პარტიის ინსტრუქტორების ტონში ესაუბრებიან დამოუკიდებელ სახელმწიფოს და და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოქალაქეებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები