შალვა პაპუაშვილი: ქართველ ხალხს საკმარისად აქვს თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ყველანაირი გამოცდა ჩაბარებული

,,ვფიქრობ, მოვიდა მომენტი, როცა უნდა დავიწყოთ ახსნა, რას ნიშნავს სინამდვილეში ევროპული ღირებულებები, ვინაიდან ზოგიერთი ჯგუფი თუ პოლიტიკოსი უკვე ძალიან შეეგუა, რომ ქართველებს ჭკუა ასწავლოს, რა არის ღირებული და რა არ არის ღირებული”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველ ხალხს ყველა გამოცდა საკმარისად აქვს ჩაბარებული.

„ვფიქრობ, დროა, ყველას შევახსენოთ, რომ აქ არავინ არის სკოლის მოწაფე, გამოცდები არავის აქვს ჩასაბარებელი. ქართველ ხალხს საკმარისად აქვს თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ყველანაირი გამოცდა ჩაბარებული. ამიტომ, შევახსენებ ყველას ევროპაში, მათ შორის ზოგიერთ ევროკომისარს, თუ რაიმე არის ევროპული ღირებულება და წესი, ეს არის კრიტიკის მოსმენა, ატანა და პასუხი. ჩვენ რასაც ვხედავთ, არის, რომ კრიტიკას ხშირად ხვდებიან გაბუტული პოზით, თითქოს ეს არის თავდასხმა, შეურაცხყოფა და ა.შ. ეს ჩვეულებრივი მეთოდია, რომ თავიდან აირიდონ კრიტიკა და გაღმა შედავებით გაბუტულ პოზაში ჩადგნენ, ანტიევროპული უწოდონ რაღაც საკითხებს. მარტივია, მიიღონ კრიტიკა, მით უმეტეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ყოველთვის კონკრეტული ფაქტებით, როდესაც, მაგალითად, ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება ექსტრემისტული ჯგუფები, ფინანსდება პროპაგანდა, ყველა ამ საკითხზე გვაქვს მტკიცებულება და ფაქტი, ამიტომ ნება იბოძონ და უპასუხონ ყველაფერს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები