რუსულმა დრონებმა ჩერნიგოვო დაბომბეს, დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია
რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ჩერნიგოვო დაბომბეს. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანია დაღუპული, მათ შორის ერთი ბავშვია.
„წინასწარ ცნობილია ხუთი დაღუპულის შესახებ – მათ შორის ორი ქალი და ერთი წლის ბავშვია, რომლებიც ნანგრევებში იპოვეს“ – განაცხადა ჩერნიგოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა.