ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტას ორი ლიდერის შეხვედრამდე სთავაზობს
უკრაინამ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა, ორი სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრამდე შესთავაზა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„რუსები“ ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არ არიან. სულ მცირე, დელეგაციების ეს დონე ამის გადასაჭრელად მზად არ არის ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ლიდერების საკითხია. მათ თავად გვითხრეს ამის შესახებ: „ცეცხლის შეწყვეტის საკითხი სხვა დონისაა“. ჩვენ ვთავაზობთ ცეცხლის შეწყვეტას ლიდერების შეხვედრამდე. ჩემი პირადი აზრი ასეთია: პირველ რიგში – ჩვენ მზად ვართ დაუყოვნებლივი შეხვედრისთვის, შეხვედრა რუსების არჩევანია: სტამბოლი, ვატიკანი, შვეიცარია – ეს ყველგან შესაძლებელია. ჩვენ ვთავაზობთ შეხვედრის დაწყებას დღეიდან ნებისმიერ დღეს“, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის თქმით, უკრაინა იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ იდეას მხარს დაუჭერს.
ზელენსკიმ დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ლიდერების შეხვედრა ურთიერთგაგებისა და დეესკალაციის სურვილის ფონზე ჩატარდეს.