ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის მოწოდებაზე, ოპოზიცია არჩევნებში ჩაერთოს: როგორია არალეგიტიმურად გამოცხადებული მთავრობის არჩევნებში მონაწილეობა – თქვენი ჩართულობით ხომ ირიბად აღიარება გამოგდით?

„ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე იმ ინფორმაციას, რომ ევროპარლამენტში თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს დემოკრატიის მედეგობის მორიგ გამოცდად მიიჩნევენ და მოუწოდებენ ოპოზიციას, „გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ხალხის ერთიანობა”, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ზურაბ ქადაგიძის თქმით, ოპოზიცია დამოკიდებულია დამკვეთების ნება-სურვილზე და შესაბამისად, მათ ნებაზე არ არის დამოკიდებული ჩაერთვებიან თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში.

„აბა, რომელი გამოხვალთ ძალიან რადიკალური ოპოზიციიდან და იტყვით – არაო?!

ეგრეა, რასაც გეტყვიან, იმას იზამთ, ასეთია აგენტის ბედი.

არადა, როგორია არალეგიტიმურად გამოცხადებული მთავრობისა და ცესკოს ორგანიზებულ არჩევნებში მონაწილეობა – თქვენი ჩართულობით ხომ ირიბად აღიარება გამოგდით?

ასე რომ, “დაპრიგალის, რებიატა”!”- წერს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები