რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის მოწოდებაზე: იმდენად უნდა რადიკალურ ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, რომ ამის „გაპრავებისთვის“ ასეთი გზა მოიფიქრეს

„იმდენად უნდა რადიკალურ ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, რომ ამის „გაპრავებისთვის“ ასეთი გზა მოიფიქრეს,“- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ევროპარლამენტის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას ამ არჩევნებში მონაწილეობა დაფინანსების გამო სურს.

„იმდენად უნდა რადიკალურ ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, რომ ამის „გაპრავებისთვის“ როგორც ჩანს ასეთი გზა მოიფიქრეს თავიანთ პატრონებთან ერთად. სინამდვილეში, მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ქართველი ხალხი მათ გამოუტანს იმ განაჩენს, რომელიც გასაჩივრებას აღარ დაექვემდებარება. მხოლოდ ერთი ფაქტია – მათ ამ არჩევნებში მონაწილეობა უნდათ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დაფინანსება მიიღონ ბიუჯეტიდან“, – მიიჩნევს მათიკაშვილი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ რელიზი გაავრცელა, სადაც 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც არის საუბარი.

კერძოდ, ევროპარლამენტარები ფიქრობენ, რომ მოახლოებული არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა და მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები