დავით მათიკაშვილი: ქართულ საზოგადოებაზეა დამოკიდებული საქართველოში რომელი პარტია გაიმარჯვებს
„ბუნებრივია ისინი [ოპოზიცია] პატრონების დავალებებს მიიღებენ,“ – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ გულშემატკივრობენ რადიკალებს ევროპარლამენტიდან ცალკეული პირები და როგორ სურთ მათი მხარდაჭერა და გამარჯვება. მაგრამ საქმე რაშია – ევროპარლამენტზე და ევრობიუროკრატიაზე კი არ არის დამოკიდებული საქართველოში რომელი პარტია გაიმარჯვებს და ვინ იქნება ხელისუფლებაში, საზოგადოებაზეა დამოკიდებული ეს ყველაფერი. გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი მიიღებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარები ქართულ ოპოზიციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაძლებლობის გამოყენებისკენ მოუწოდებენ.