დიდი ბრიტანეთი უკრაინას 100 000 დრონს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებს და დრონების წარმოებისა და შესყიდვების ათჯერ გაზრდას ისახავს მიზნად,- ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში იუწყებიან.

დიდი ბრიტანეთი წელს რეკორდული, 350 მილიონი ფუნტი სტერლინგის ინვესტირებას ახორციელებს, რათა უკრაინაში დრონების მიწოდება 10 000-დან 100 000-მდე გაზარდოს.

მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პუტინის უკანონო შეჭრისაგან თავდაცვის მიზნით დრონების გამოყენებით ომის ეფექტურობა აჩვენეს, დიდი ბრიტანეთი, ბრიტანულ თავდაცვის კომპანიებთან ერთად, დრონებში ინვესტიციებს აორმაგებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები