სოლიდარობის ფონდი 21 წლის ჩათვლით ონკოდაავადებულ პაციენტებს დააფინანსებს
დღეიდან ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაფუძნებული „სოლიდარობის ფონდი“ 21 წლის ჩათვლით ყველა ონკოდაავადებულს დააფინასებს. როგორც „კვირას“ სოლიდარობის ფონდიდან აცნობეს, ონკოდაავადებულ პაციენტებს ფონდი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად დააფინანსებს.
„ერთობლივი ძალისხმევით იმედი მაქვს, რომ რამდენიმე თვეში ფონდს მიეცემა საშუალება, ბავშვთა სხვა დაავადებების კუთხითაც გაფართოვდეს, რომ კიდევ უფრო მეტი პატარისა და მათი ოჯახების თანადგომა შევძლოთ“, – წერს პრემიერ -მინისტრის მეუღლე ნანუკა თამაზაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
სოლიდარობის ფონდმა, დაარსების დღიდან დღემდე, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ოცდაორი ბავშვის მკურნალობა დააფინანსა, რაც ჯამში 445 000 ლარი დაჯდა. მათ შორის 7 პაციენტს დიაგნოსტიკა და მკურნალობა საზღვარგერეთ ჩაუტარდა.