უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ღიად განაცხადა, რომ ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რათა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ხელი შეუშალოს.
ორბანის თქმით, ევროკავშირის გაფართოება კეთილშობილური იდეაა, მაგრამ არა უკრაინის გაწევრიანების შემთხვევაში.
„ბრიუსელის ბიუროკრატიისთვის“ ეს მომგებიანი გარიგებაა წაგებული ომის პირობებში.
უკრაინა შთანთქავს ყველა ევროს, ფორინტსა და ზლოტს, რომელიც აქამდე დავხარჯეთ ევროპული ოჯახების, ევროპელი ფერმერებისა და ევროპული ინდუსტრიის გაძლიერებაზე“, – აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, ათ წელიწადში საკუთარი სინდისის, შვილიშვილებისა და ქვეყნის წინაშე პასუხს ვერ აგებს, თუ ახლა არ გააკეთებს ყველაფერს, რომ დაიცვას უნგრეთი და ევროკავშირი უკრაინის გაწევრიანების თაობაზე ბრიუსელის ოცნებისგან.