აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ცოტნე ყავლაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
ყავლაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართა. ის ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე ყავლაშვილი აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2022 წლის სექტემბერში აირჩია. მანამდე ის 7 წლის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე იყო.