პესკოვი: პუტინის, ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ამერიკის ლიდერ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის სამმხრივი შეხვედრა უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
მისივე თქმით, ასეთი კონტაქტები ტექნიკური შეთანხმებების შედეგი უნდა იყოს.
„გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა“, – თქვა პესკოვმა თეთრი სახლის განცხადებაზე კომენტირებისას, რომ ტრამპი ღიაა ასეთი სამმხრივი შეხვედრისთვის.
ამასთან, კრემლის პრესსპიკერმა გაიხსენა, რომ პუტინმა არაერთხელ ისაუბრა უმაღლეს დონეზე კონტაქტებისთვის მზადყოფნაზე.
“ეს კონტაქტები უნდა იყოს იმ შეთანხმებების შედეგი, რომლებიც უკვე ტექნიკურ დონეზე იქნება შემუშავებული, ექსპერტების დონეზე. ამიტომ, პრეზიდენტი პუტინი მხარს უჭერს კონტაქტების იდეას, მაგრამ მიაჩნია, რომ ისინი კარგად უნდა იყოს მომზადებული“, – დასძინა პესკოვმა.