რუსებმა სუმის ცენტრი დაბომბეს – 3 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა

რუსულმა ჯარებმა ქალაქ სუმის ცენტრალურ ნაწილს დაარტყეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, – ინფორმაციას, უკრაინული მედია ავრცელებს.

„მტერმა სუმის ცენტრში მანქანებს დაარტყა. არის მსხვერპლი. დარტყმის ადგილზე ორი მანქანა მთლიანად დაიწვა“, – აცხადებენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.

მათივე ცნობით, დარტყმების შედეგად დაზიანდა სამედიცინო დაწესებულება და სახლები.

მტრის თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად შეიქმნა შტაბი. ადგილზე მაშველები, ექიმები და სამართალდამცველები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები