N147 საჯარო სკოლაში ინტერნაციონალური ღონისძიება – „მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო“ გაიმართა
თბილისის N147 საჯარო სკოლაში ინტერნაციონალური ღონისძიება — „მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც VIII, IX და X კლასების მოსწავლეებმა სკოლის ეზოში სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ კერძები წარადგინეს. ღონისძიების ორგანიზატორთა ინფორმაციით, ადგილზე გასაყიდად მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთები, ნახატები და სხვა ნივთებიც გამოფინეს.
ღონისძიების მიზანს მოსწავლეებში სხვადასხვა ქვეყნის კულტურული ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე მიღებული ცოდნის კრეატიულად გამოხატვა და ამ გზით, ინფორმაციის სხვებისთვის გაზიარება წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად ქველმოქმედებას, მამა ბასილის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრის მიერ დაარსებული საკვირაო სკოლის მშენებლობას მოხმარდება.