შალვა პაპუაშვილი: ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ხომ არავის შერცხვება? ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ არ გვიშენებია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შვედეთის მთავრობის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, ქვეყანაში ანტიდემოკრატიული საქმიანობისთვის უცხოური დაფინანსების აკრძალვა იგეგმება.

პარლამენტის თავმჯდომარემ მათ დამოკიდებულებას სამარცხვინო უწოდა.

„ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ხომ არავის შერცხვება?

ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ არ გვიშენებია“, – წერს პაპუაშვილი Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ შვედეთის საგარეო უწყება საქართველოში FARA-ს კანონს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ბოლოდროინდელი რეპრესიული კანონმდებლობის სერიის გაგრძელებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები