სოფელ რუისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

ქარელის მერიის ინფორმაციით, სოფელ რუისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.
,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ,ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ რუისში დაათვალიერეს ასფალტბეტონის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები.
ამ ეტაპზე დასრულებულია გზა N7 სავალი ნაწილის ასფალტირება. ამჟამად მიმდინარეობს სანიაღვრე არხის მოწყობა.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 1090 გრძივი მეტრი ასფალტბეტონის საფარის, ეზოში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა.
სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
სამუშაოებს ასრულებს შპს „სამშენებლო სამარველო N1″,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები