რუტე – NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფო უჭერს მხარს
ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებას 32-ვე წევრი სახელმწიფო დაეთანხმა,- ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივანი, მარკ რუტე აცხადებს.
“ვაშინგტონში 32-ვე მოკავშირის მხრიდან გამოხატული იყო მკაფიო ვალდებულება – ეს არის NATO-ში უკრაინის გაწევრიანების შეუქცევადი გზა. კონკრეტული თარიღის გარეშე, არა სამშვიდობო შეთანხმების ნაწილად, არამედ 32-ვე მოკავშირის მხრიდან გრძელვადიანი ვალდებულების სახით და ჩვენ უკვე ვაშენებთ ამ ხიდს”, – თქვა რუტემ.
ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, უკრაინის თემის განხილვა NATO-ს მომავალ სამიტზე, ჰააგაში იგეგმება.