„ეკო აკადემიას“ რუსთავის N4 საჯარო სკოლა ეწვია

„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ მიერ დაფუძნებულ ეკო აკადემიას, ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, რუსთავის N4 საჯარო სკოლა ეწვია.

შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და მდგრადი განვითარების პრინციპების გავრცელება. მენტორების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები შემდეგ საკითხებს მოიცავდა: მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, სპეციფიკური ნარჩენების მართვა, ცირკულარული ეკონომიკა, განახლებადი ენერგიები.

„მნიშვნელოვანია, ის პროექტები რასაც ასოციაცია ახორციელებს. რათა ხელი შევუწყოთ ეკოლოგიური საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლებას, მათ შორის, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისა და სპეციფიკური ნარჩენების მართვის შესახებ ინფორმირებას .მსგავსი ხასიათის შეხვედრები, გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, – განაცხადა „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო მთვრალაშვილმა.
„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციასა“ და “საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციას” შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ასოციაციის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვებიან გარემოსდაცვით საგანმანათლებლო პროექტებში და “ეკო აკადემიის” მენტორებთან ერთად, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, ინფორმირებასა და დარგის პოპულარიზაციაში.

შეხვედრის დასასრულს, მადლობა გადაუხადეს პარტნიორობისთვის ასოციაცია „გრედას“ წარმომადგენლებს: მაია მელიქიძეს, მატა გორდეზიანსა და ირინა ქომეთიანს.
აგრეთვე, ქალაქ რუსთავის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგს, ლელა კაპანაძეს.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია ა(ა)იპ „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ აქტიურად არის ჩართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც, ეკო აკადემიის მენტორები საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან თემატურ ლექციებს თბილისსა და რეგიონებში ინტენსიურად მართავენ. გაფორმდა მემორანდუმები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები