დღეს სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი გაიმართება

რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს გაიმართება.

უკრაინულ დელეგაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს, ხოლო რუსეთის დელეგაციას – რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი.

შეხვედრაზე ორივე მხარემ სამშვიდობო შეთანხმების პირობები უნდა წარადგინოს. რუსული მხარის განცხადებით, მოსკოვმა უკრაინის მხრიდან ომის შეწყვეტის მემორანდუმის პროექტი უკვე მიიღო.

როგორც “როიტერი” წერს, კიევი მოითხოვს სრულყოფილ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, ტყვეების გათავისუფლებას, გატაცებული ბავშვების დაბრუნებას. ასევე, მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უმაღლეს დონეზე შეხვედრას ითხოვს.

შეგახსენებთ, მოლაპარაკებების პირველი რაუნდი სტამბოლში 16 მაისს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები