ერმაკი – სტამბოლის მოლაპარაკებებზე: მზად ვართ, შემდეგ შეხვედრას დავესწროთ

უკრაინა მზად არის სტამბოლში, რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა კიდევ ერთხელ მიიღოს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აცხადებს.

“უკრაინა მზადაა, დაესწროს შემდეგ შეხვედრას, თუმცა ჩვენ გვსურს კონსტრუქციული დისკუსიის წარმოებაში ჩართვა. ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია რუსეთის პროექტის მიღება”,- განაცხადა ერმაკმა.

უკრაინამ განაცხადა, რომ მან უკვე წარუდგინა რუსეთს მშვიდობიანი მოგვარების საკუთარი ხედვა და მოსკოვისგანაც იმავეს გაკეთება მოითხოვა, რადგან შეხვედრა შედეგს არ გამოიღებდა, თუ მემორანდუმის ასლს წინასწარ არ იხილავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები