აგვისტოს ომის დევნილი, ნონა ყაულაშვილი: გადაცემა, „ღია ეთერში“, რომელიც აგვისტოს ომს ეთმობოდა, ვახო სანაია სიმართლის ლაპარაკის საშუალებას არ მაძლევდა

„სურვილიც არ ექნებოდათ, რომ ასეთი გადაცემა შემდგარიყო, თუნდაც, მაშინ. ბატონ ვახო სანაიას მაშინაც არ ჰქონდა დიდი სურვილი, რომ ჩვენ ამ ყველაფერზე გვესაუბრა. ჩვენი დიდი სურვილიდან გამომდინარე მოხდა ჩართვები, თორემ საუბრობდა ისევ ბატონი [შოთა] მალაშხია“- ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის დევნილმა, ნონა ყაულაშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რითაც კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, სოზარ სუბარის მიერ 2013 წლის „იმედის“ ეთერში გასულ გადაცემასთან [„ღია ეთერი“] დაკავშირებით, რომელიც აგვისტოს ომს დაეთმო, დასმულ კითხვას უპასუხა.

კითხვაზე იყო თუ არა შესაძლებელი, რომ სანამ ხელისუფლება შეიცვლებოდა მსგავსი გადაცემა მანამდე ყოფილიყო და სიმართლე ელაპარაკათ, ნონა ყაულაშვილი აცხადებს, რომ „იმედი“ მაშინაც წნეხის ქვეშ იყო და ვახო სანაია არ აძლევდა საშუალებას, რომ სიმართლეზე ელაპარაკათ.

„ჩვენს მიერ იქნა მოთხოვნა, რომ თუკი ჩვენ არ გვექნებოდა იმის საშუალება, რომ ამ პრობლემებზე გველაპარაკა, რა აზრი ჰქონდა ჩვენს სტუდიაში მოყვანას. მას მერე მოგვეცა [შესაძლებლობა]. კარგად მოგეხსენებათ, „იმედი“ იმ პერიოდში ისევ გარკვეული წნეხის ქვეშ იყო. მართალი რომ გითხრათ, ვახო სანაია არ გვაძლევდა საშუალებას, რომ ჩვენ ჩვენს სიმართლეზე გველაპარაკა. 2012 წლის 1 ოქტომბრამდე რომ ეს არ მოხდებოდა, ეს ფაქტია. [რომ მომხდარიყო] ალბათ ან მე აღარ ვიქნებოდი ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრი“- განაცხადა ნონა ყაულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები