ზელენსკი: რუსები პარტნიორებს „მემორანდუმს“ არ გადასცემენ – ეს კიდევ ერთი მოტყუებაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ ე.წ. მემორანდუმი შეერთებულ შტატებს, უკრაინას ან თურქეთს არ გადასცა, თუმცა მათ სხვა რამეს დაჰპირდა.

“მოსკოვთან სიტყვები არ ჭრის. ე.წ. მემორანდუმიც, რომელსაც შეგვპირდნენ და რომელსაც თითქოს ერთი კვირაა ამზადებენ, დღემდე არავის უნახავს. უკრაინისთვის არ მიუციათ. ჩვენი პარტნიორებისთვისაც არ მიუციათ.

თურქეთსაც კი, მოლაპარაკებების მასპინძელ ქვეყანას, არ მისცეს ის. თუმცა, სრულიად საპირისპირო დაპირება გასცეს. ეს არის რუსეთის მორიგი ტყუილი,- განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები