გურამ მაჭარაშვილი: ჩვენი კომისია გააგრძელებს მუშაობას და მტკიცებულებები იქნება საკმარისზე მეტი იმისთვის, რომ დასკვნაში არსებობდეს „ნაცმოძრაობის“, როგორც რეჟიმის გაუქმების საფუძველი
,,ჩვენი კომისია გააგრძელებს მუშაობას და მტკიცებულებები იქნება საკმარისზე მეტი იმისთვის, რომ დასკვნაში არსებობდეს „ნაცმოძრაობის“, როგორც რეჟიმის გაუქმების საფუძველი”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მოქალაქეები ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არიან დაბარებულები.
„ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გვყავს მოქალაქეები დაბარებული. ახსნა-განმარტებას მისცემენ კომისიას იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობა იყო ოკუპირებულ და ტერიტორიებზე 2008 წლამდე და უშუალოდ ომის დროს. ეს არის ის პერიოდი, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ამავე დროს ძალიან ტრაგიკული. ბუნებრივია რომ ჩვენი კომისია გააგრძელებს მუშაობას და მტკიცებულებები იქნება საკმარისზე მეტი იმისათვის, რომ დასკვნაში არსებობდეს ნაციონალური მოძრაობის, როგორც რეჟიმის გაუქმების საფუძველი“, – აცხადებს მაჭარაშვილი.