ერდოღანი – რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზა მეტ დიალოგსა და დიპლომატიაზე გადის

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის წინადადებამ, მომავალ თვეში სტამბოლში უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი ჩაატაროს, მშვიდობის იმედები გაზარდა.

ერდოღანის განმარტებით, მისი მთავრობა ორივე ქვეყანასთან კონტაქტზეა და დასძინა, რომ სამშვიდობო მცდელობებში ბოლო დროს მიღწეული იმპულსი ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობას წარმოადგენს.

“კონფლიქტის მოგვარების გზა მეტ დიალოგსა და დიპლომატიაზე გადის. ჩვენ მშვიდობისთვის მთელ ჩვენს დიპლომატიურ ძალასა და პოტენციალს ვიყენებთ”,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

პარალელურად, კრემლმა განაცხადა, რომ ის კვლავ ელოდება უკრაინისგან პასუხს რუსეთის წინადადებაზე, სამშვიდობო შეთანხმების მემორანდუმის პროექტის განხილვის დასაწყებად სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი სტამბოლში, 2 ივნისს ჩაატაროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები