ბადრა გუნბა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ფრენების გაფართოებას აანონსებს
“რუსეთიდან აფხაზეთში ფრენების გეოგრაფია ფართოვდება, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ახალ მიმართულებებზე, რომლის მიმართაც ინტერესს რუსეთის ფედერაციის ავიაგადამზიდველები იჩენენ, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო მიმოსვლა სოხუმისთვის პრიორიტეტული სამუშაო სფეროა.
“ფრენების გეოგრაფია ფართოვდება. რამდენიმე ავიაკომპანია აქტიურ ინტერესს იჩენს. დღეს ჩვენთან თვითმფრინავები უკვე დაფრინავენ მოსკოვიდან, ნიჟნი ნოვგოროდიდან და რუსეთის სხვა ქალაქებიდან. დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე გეოგრაფია გაფართოვდება“, – აღნიშნა გუნბამ.
მისი თქმით, სოხუმის აეროპორტი იყო და რჩება აეროპორტად, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი აქვს.
შეგახსენებთ, სოხუმის აღდგენილ აეროპორტში რუსეთიდან რეგულარული რეისები1-ელ მაისს აღდგა.