შოიგუმ სტამბოლი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მთავარ პლატფორმად მოიხსენია
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს განცხადებით, სტამბოლი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მთავარი პლატფორმაა.
„სტამბოლის პლატფორმა ყველა სფეროში მოლაპარაკებების წარმოების მთავარი პლატფორმა ხდება – შავი ზღვის საკითხებთან, შავი ზღვის შეთანხმებასთან, მარცვლეულის შეთანხმებასთან და ახლა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.
ჩვენ ვიცით, რომ ანკარამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია, მათ შორის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რათა დელეგაციების მუშაობისთვის ოპტიმალური პირობები შეექმნა“, – განაცხადა შოიგუმ.
ამასთან, შოიგუს თქმით, რუსეთ-თურქეთის პოლიტიკური დიალოგი ყველა მიმართულებით აქტიურად ვითარდება.