დავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიცია არის ღრმა კრიზისში
„რადიკალური ოპოზიცია არის ღრმა კრიზისში. ამაზე ღრმა კრიზისი ალბათ, აღარც არსებობს,“ – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში, ოპოზიციის მონაწილეობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„რადიკალური ოპოზიცია არის ღრმა კრიზისში. ამაზე ღრმა კრიზისი ალბათ, აღარც არსებობს. საუბარია მობილურით არჩევნების ჩატარებაზე. შეიძლება, იუმორისტულ გადაცემაში გამოიწვიოს ამან ღიმილი, მაგრამ რეალობაში ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მით უმეტეს, რომ თავად რადიკალებშიც არ არის ერთსულოვნება. პარტიების ნაწილს სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ჩემი აზრით, რეალურად სურვილი ყველას გააჩნია, უბრალოდ, საკუთარ პატრონებთან ამ ყველაფრის ამ ფორმით გადათარგმნას ისინი ვერ ახერხებენ”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციაში დაპირისპირება მწვავდება იმ ფონზე, როდესაც „ლელომ“ და გიორგი გახარიამ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ღიად გამოთქვეს.