ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიციის ნაწილი ღიად ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის
„ოპოზიციის ნაწილი ღიად ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის,“- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.
„ოპოზიციის ნაწილი ღიად ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ამას არც მალავენ. ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, რომელიც ჯერ თითქოს არ საუბრობს არჩევნებისთვის მზადებაზე, როგორც ჩანს, ელოდება გარედან დავალებებს. საბოლოო ჯამში ალბათ, მათაც მოუწევთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რომელიც 4 ოქტომბერს ჩატარდება”, – განაცხადა ბოჟაძემ.
ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციაში დაპირისპირება მწვავდება იმ ფონზე, როდესაც „ლელომ“ და გიორგი გახარიამ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ღიად გამოთქვეს.