გიორგი მამაცაშვილი: „ნაცებო“ და ხლისტებრთა ოჯახის ნაძირალა წარმომადგენლებო, ვინ გადადგება და ვინ დაინიშნება, არ უნდა იყოს თქვენთვის მთავარი – თქვენი დაბრუნების მსგავსი აღარაფერი მოხდება ამ ქვეყანაში და შეეგუეთ!

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე, გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება აღარასდროს მოხდება.

მისი თქმით, 2012 წლიდან დღემდე – ღირსეული, პატრიოტი და ქვეყნისთვის მოფიქრალი ხალხი ხელმძღვანელობდა და ხელმძღვანელობს ჩვენს სამშობლოს.

„ვახტანგ გომელაური გადადგა.

თუ რამ უნდა ვთქვათ, პირველ რიგში, მადლობა უნდა ვუთხრათ ადამიანს, რომელიც ღირსებით, ადამიანობით, წესიერებით ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლავთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ ვახტანგ გომელაურმა შეძლო ის, რაც ვერ შეძლო ბევრმა შინაგან საქმეთა მინისტრმა განვლილი წლების განმავლობაში. მან ბეწვის ხიდზე სიარულის მიუხედავად, მრავალ განსაცდელსა და ხიფათს აარიდა ქვეყანა.

დიახ, მადლობა უნდა ვუთხრათ ქვეყნის მსახურებისთვის და იმისათვის, რომ ღირსეული ქმედების მაგალითიც არაერთხელ მიუცია ბევრისთვის.

წარმატებები ვახტანგ გომელაურს ყველგან და მომავალშიც, – თუკი შეპირებისამებრ და საჭიროებისამებრ, კვლავ ქვეყნის სადარაჯოზე მოუწევს სახელისუფლებო სტატუსით ყოფნა.

გელა გელაძე დაინიშნა შინაგან საქმეთა ახალ მინისტრად.

მიუხედავად ხლისტებისა და მათ ხმას აყოლილთა ღვარძლით სავსე კომენტარებისა, რთული გამოწვევების წინაშე მდგარი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს, მჯერა, წარმატებით გაუძღვება!

მით უფრო, არც გამოცდილება აკლია და როგორც ამბობენ, – არც პროფესიონალიზმი!

ტრამპმა წერილი გამოუგზავნა თუ არა მიხეილ ყაველაშვილს, ხლისტები ამის გამო სკდებიან გულზე და ავიწყდებათ – ტრამპები მიდიან და მოდიან, საქართველოა მარადიული!

დიახ, „ბატონო პრეზიდენტო!“ – ასე მიმართა ამერიკის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს და ამით ბუნებრივად და ლეგიტიმურად ჩათვალა ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის უფლებამოსილება და, შესაბამისად – პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილება.

წერტილი.

ერთიც უნდა ითქვას: არასდროს დადგება ის დღე, როცა ხაბეიშვილისა და ვაშაძის საღლიცინო გახდება ქართველი ერი!

დიახ, აღარასდროს დაბრუნდება პროკურორ გვარამიასა და სისხლისმსმელი მერაბიშვილის ეპოქა.

დიახ, 2012 წლიდან დღემდე – ღირსეული, პატრიოტი და ქვეყნისთვის მოფიქრალი ხალხი ხელმძღვანელობდა და ხელმძღვანელობს ჩვენს სამშობლოს და ესაა ის მთავარი, რაც ასე აგიჟებთ და სახეს აკარგვინებს უგულავასა და ადეიშვილის მეხოტბეებს!

დიახ, ირაკლი კობახიძით, ირაკლი ღარიბაშვილით, კახა კალაძით დაწყებული და რატი ბრეგვაძით, ანრი ოხანაშვილითა და კახი კახიშვილით გაგრძელებული, გიორგი ლილუაშვილითა და ვახტანგ გომელაურით დაწყებული და თეა წულუკიანით, მამუკა მდინარაძითა და შალვა პაპუაშვილით გაგრძელებული, ლადო კახაძითა და ლადო ბოჟაძით დაწყებული და ლაშა ტალახაძითა და გენო პეტრიაშვილით გაგრძელებული – ყოველთვის საქართველოს სადარაჯოზე იდგა თითოეული მათგანი და არა აქვს მნიშვნელობა, ვინ როდის რა პოზიციას იკავებდა ან იკავებს ქვეყნის მთავრობაში, – ცალსახად და უშურველად იმსახურებენ მადლობას!

სხვაც ბევრი იმსახურებს გულწრფელ მადლობას, ზოგი კულისებში და ბევრიც ჩრდილში მდგომი რომ დებდა და დებს აგურს აგურზე ქართული სახელმწიფოს ასაშენებლად…

და ჩამოთვლა მართლა შორს წაგვიყვანს…

და ამ გუნდს „ქართული ოცნების“ გუნდი ჰქვია!

დიახ, მადლობას იმსახურებენ სწორედ იმისთვის, ბუჩად და მარიუპოლად რომ ვერ აქციეს ოკუპანტებმა ეს ქვეყანა!

მადლობას იმსახურებენ იმ განვლილი გზისთვის, დღემდე ბეწვის ხიდზე და რაც მთავარია, უსისხლოდ რომ ატარეს ქვეყანა!

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერა საქილიკოდ გახადეს „ოლე-ოლას“ პარტიულ-ფაშისტური სექტის წევრებმა და დაავიწყდათ, რომ ნებისმიერი ღვინო შხამად იქცევა სასმისში, თუ მას ლაკა ხოშტარია და კოტე ყუბანეიშვილი, ლაშა ბუღაძე და მამუკა ხაზარაძე, შოთა უტიაშვილი და გიგა ბოკერიას ჩერგო მოგაწვდიან.

შხამია ყველა წვეთი ღვინისა, თუ მის დაწურვაში რომელიმე ახალაიას ან მეგის ქარდავას ხელი ურევია.

ესაა სხვაობა „ქართულ ოცნებასა“ და გრიშა ვაშაძისა და ადეიშვილ-ახალაიების მხარდამჭერ ფაშისტურ დაჯგუფებას შორის!

და სწორედ ამ ფაშისტური ბანდის განეიტრალებისთვის ვუხდი მადლობას ბიძინა ივანიშვილს!

და სწორედ ახალაიებისა და კალმახელიძის რეჟიმის ნგრევისთვის ვუხდი მადლობას ბიძინა ივანიშვილს!

და სწორედ მშვიდობისთვის ვუხდი მადლობას!

იმ მშვიდობისთვის, საქილიკოდ რომ აიგდეს ომის პარტიის მსტოვრებმა…

ევროპიდან თუ დასავლეთიდან, ბიძინა ივანიშვილთან შანტაჟის სხვადასხვა ფორმებს იყენებენ მავანნი და ვერაფერს გახდნენ.

თითქოს ლაფში უნდათ მისი სახელის გასვრა და ისე იზილებიან ერთმანეთში, პატრონი ვეღარ ცნობთ.

მავნებლები არიან და ესაა მათი რეალური სახე.

ასე რომ, ნაცებო და ხლისტებრთა ოჯახის ნაძირალა წარმომადგენლებო, ვინ გადადგება და ვინ დაინიშნება, არ უნდა იყოს თქვენთვის მთავარი – თქვენი დაბრუნების მსგავსი აღარაფერი მოხდება ამ ქვეყანაში და შეეგუეთ!

ნურც ჩვენი „ბულინგით“ დაიღლით თავს. შვიდნოემბერ და ოცდაექვსმაისგამოვლილ ხალხს თქვენი ბოდვებით ვეღარ „დაგვაბულინგებთ“!

აბა, თქვენი ვარჰეისა და ვარჰალალოსი იყოს…

და გახსოვდეთ: ჯერ არ ჩამოსხმულა ის ტყვია, საქართველოს რომ მოკლავს!“ – წერს გიორგი მამაცაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები