ზელენსკი ბერლინში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა.
უკრაინის ლიდერი ბერლინში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან და ქვეყნის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან მოლაპარაკებებს გამართავს.
ვიზიტის მთავარი თემა კიევისადმი გერმანიის მხარდაჭერა და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევა იქნება.
გერმანიის კანცლერი ასევე აპირებს, უკრაინის ლიდერს ევროკავშირის მე-18 სასანქციო პაკეტი გააცნოს, რომელსაც რუსეთს დაუწესებენ.