დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მედიის წარმომადგენლებისთვის ინფოტური გაიმართა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მედიის წარმომადგენლებისთვის ინფოტური გაიმართა. ჟურნალისტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ისტორიის, ეკოსისტემების და ბუნებრივი ღირებულებების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურის შედეგად მომზადებული მასალები სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდება და ფართო საზოგადოებას ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების უნიკალურ ბუნებრივ გარემოს და მის მნიშვნელობას გააცნობს.

“ჟურნალისტებისთვის ინფოტურის მოწყობა მიზნად ისახავდა  საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის, ეკოტურიზმის განვითარების და  ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის ხელშეწყობას.

ჟურნალისტებს,  საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ვაშლოვანის ეროვნულ პარკში მოგზაურობის დროს,  საშუალება ჰქონდათ ახლოდან დაკვირვებოდნენ ვაშლოვანის ეროვნული პარკის უნიკალურ ბინადრებს — ქურციკებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდში ქურციკების გამრავლების სეზონია, რის გამოც სამუხის ველზე ვიზიტორთა გადაადგილება განსაკუთრებული სიფრთხილითა და დაცული ტერიტორიების წარმომადგენლების მითითებების შესაბამისად ხორციელდება,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები