ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 46 დაშავდა
ბოლო დღის განმავლობაში, უკრაინის რეგიონებში რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 46 დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები,- ინფორმაციას რეგიონული ხელისუფლება ავრცელებს.
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ღამით ხუთი „ისკანდერ-M“ ანუ KN-23 ბალისტიკური რაკეტა, ასევე 88 „შაჰედის“ ტიპის თავდასხმის დრონი გაუშვა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 34 დრონი ჩამოაგდეს, 37 კი ელექტრონული საბრძოლო სისტემებით გაანეიტრალეს ან რადარებიდან გაუჩინარდნენ.
საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინის მასშტაბით რვა დარტყმა დაფიქსირდა.