პროკურორი: გიორგი ბაჩიაშვილი საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით დააკავეს

“საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება განხორციელდა იმისათვის, რომ მომხდარიყო მისი ბუნებრივი დაკავება და საქართველოში წარმოდგენა”, – ამის შესახებ პროკურორმა მიხეილ სადრაძემ, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ „მტკვარი ჰესის“ საქმეს, ეს საქმე ეხება მისი მხრიდან გულგრილობის ჩადენას. პროექტი, რომელიც დაახლოებით უნდა დამჯდარიყო 140 მილიონი, დაჯდა 240 მილიონი და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო და შესულიყო ექსპლუატაციაში, დღეის მდგომარეობითაც არ არის ექსპლუატაციაში შესული. შესაბამისად რიცხვები ყველაფერზე ძალიან მარტივად მეტყველებს“, – აღნიშნა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები