“ბოლო რამდენიმე წელია, დასავლეთის გარკვეული პოლიტიკური წრეებიდან და მათი სტრუქტურებიდან პირდაპირ ხდება საქართველოში კანონის დარღვევისა და უგულებელყოფის წახალისება” – ქადაგიშვილი
“ბოლო რამდენიმე წელია, დასავლეთის გარკვეული პოლიტიკური წრეებიდან და მათი სტრუქტურებიდან პირდაპირ ხდება საქართველოში კანონის დარღვევისა და უგულებელყოფის წახალისება”, – ამის შესახებ, პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოში არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდა.
“საწინააღმდეგო არგუმენტები არ ჰქონდათ, მაგრამ თურმე არჩევნების შედეგები მელიას თუ არ მოეწონა, არ უნდა აღიარონ და სალომე ზურაბიშვილს თავი დღესაც თუ პრეზიდენტი ჰგონია, ამას კვერი უნდა ვურტყათ. ეს არის, როცა კანონებზე, დემოკრატიაზე თავდასხმის წახალისება ხდება. იმასაც ვერ აცნობიერებენ, რომ ხალხში ეს შეტევა უარყოფით რეაქციას იწვევს და ფიქრობენ, რომ ნაქები დემოკრატია პოლიტიკური მანიპულაციის იარაღად გამოიყენება, დემოკრატიის აზრის დისკრედიტაცია ხდება. ეს სამწუხაროა და ამის მოწინააღმდეგე ვართ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.