ირაკლი კირცხალია: როდესაც დემოკრატიული სახელმწიფო ხალხს მიჯნავს ხელისუფლებისგან – ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უბრალოდ სისულელეა

„ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უბრალოდ სისულელეა,“ – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია იმ ფაქტს, რომ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მილოცვა ადრესატის გარეშე გაავრცელა.

„ეს არის უნიჭო პოლიტიკური თამაში, იმიტომ რომ ძალიან კარგად ესმით წესი რა უნდა იყოს, როდესაც შენ, დემოკრატიული სახელმწიფო ხალხს მიჯნავ ხელისუფლებისგან. ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უბრალოდ სისულელეა“, – განაცხადა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები