ლევან მაჭავარიანი: ზურაბიშვილი გამოირჩევა ბუნდოვანი განცხადებებით – ოპოზიციაც დაიღალა ქალბატონი სალომეს ამ რაღაც სახლობანას თამაშით
,,ქალბატონი ზურაბიშვილი, ამ ბოლო დროს, გამოირჩევა თავისი არათანმიმდევრულობით, ბუნდოვანი განცხადებებით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის სახლობანას თამაშით დაიღალა.
„ქალბატონი ზურაბიშვილი, ამ ბოლო დროს, გამოირჩევა თავისი არათანმიმდევრულობით, ბუნდოვანი განცხადებებით. ჯერ ის აანონსებდა ალტერნატიული პარლამენტის შექმნას, შემდეგ მგონი ალტერნატიული მთავრობა ჩამოაყალიბეს. იქნებ გვითხრან, პრემიერად ვინ დანიშნეს, ახლა კიდევ რაღაც პლატფორმებზეა საუბარი. თვითონ ოპოზიციამაც ვერ გაიგო ეს ყველაფერი. უკვე ღიად აცხადებენ და თავად ოპოზიციაც დაიღალა ქალბატონი სალომეს ამ რაღაც სახლობანას თამაშით. დროა, ეს ქალბატონი შეეგუოს, რომ არ არის საქართველოს პრეზიდენტი და მალე დაბრუნდეს რეალობაში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.