მაკა ბოჭორიშვილი: ბუნდოვანება თან ახლავს ოპოზიციის ქმედებებს, ადგილობრივ არჩევნებზე განცხადებებიც კიდევ ერთი ბუნდოვანების საფუძველია, რომ ქვეყანაში შექმნან ახალი დღის წესრიგი

“ბუნდოვანება ზოგადად თან ახლავს ოპოზიციის ქმედებებს, საპარლამენტო არჩევნები შედგა, მასში მონაწილეობა მიიღო ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, შედეგები იყო ისეთი, მათ არ მოეწონათ”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„ადგილობრივი არჩევნები არის ადგილობრივი არჩევნები და სულ სხვა საკითხებს ეხება. ამ საკითხების დაკავშირებაც არის აბსოლუტურად მიუღებელი და ესეც კიდევ ერთი ბუნდოვანების და იმის საფუძველია, რომ ქვეყანაში შექმნან ახალი დღის წესრიგი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები