ირაკლი კირცხალია: ვისთანაც დიალოგისკენ მოგვიწოდებენ, მათ 61 მანდატი ჰქონდათ პარლამენტში, კეთილი ენებათ და მათთვის დავალება მიეცათ, თუ ახლა გული შესტკივათ თავიანთ აგენტებზე

,,წერილის შინაარსი ქართული საზოგადოების მიმართ კიდევ ერთი შეურაცხყოფაა, ეს უხეში და უტიფარი ჩარევაა სახელმწიფოს შიდა საქმეებში, საზოგადოება ამ ყველაფერს შეაჩვიეს და მათი აგენტურის ქსელი ამის შედეგს,  არჩევნებზე იღებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კირცხალიამ, ემანუელ მაკრონის, დონალდ ტუსკისა და ფრიდრიხ მერცის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, ვისთან უნდა გაიმართოს დიალოგი გაუგებარია.

„ვისთანაც დიალოგისკენ მოგვიწოდებენ, მათ 61 მანდატი ჰქონდათ და კეთილი ენებათ, მათთვის დავალება მიეცათ, თუ ახლა გული შესტკივათ თავიანთ აგენტებზე, რომ თურმე, დიალოგის რეჟიმი არ არსებობს. პარლამენტში ის დიალოგი იქნებოდა, რაც დემოკრატიულ და თავმოყვარე ქვეყანას შეეფერება. ვისთან უნდა გაიმართოს დიალოგი, „ნაცმოძრაობის“ რომელ დანაყოფთან? – საქართველოსთან მიმართებით ამ წერილის დამწერის სულისკვეთებაც ვიცით“,- განაცხადა კირცხალიამ.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნეს რომელშიც აღნიშნულია: „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიასთან დაკავშირებული შესაძლებლობები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები