ზურაბ ქადაგიძე გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებაზე: ანრი ოხანაშვილის პირველი რეზონანსული საქმეა, ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და ასეთი ოპერატიული მუშაობა, ძალიან პოზიტიური მოვლენაა, რადგან საზოგადოება პირდაპირ გრძნობს უსაფრთხოების სამსახურის სწორ მუშაობას
რა უცებ ჩამოჰკრა უბედურების ზარმა?! თაღლითი და რადიკალურ პროცესებს შეფარებული, სისხლის სამართლის ბრალდებული ბაჩიაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოებამ დააკავა და გაამწესა იქ, სადაც მისი ადგილია,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, უნდა ითქვას, ანრი ოხანაშვილის პირველი რეზონანსული საქმეა, ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და ასეთი ოპერატიული მუშაობა, ძალიან პოზიტიური მოვლენაა, რადგან საზოგადოება პირდაპირ გრძნობს უსაფრთხოების სამსახურის სწორ მუშაობას.
„რა უცებ ჩამოჰკრა უბედურების ზარმა?!
თაღლითი და რადიკალურ პროცესებს შეფარებული, სისხლის სამართლის ბრალდებული ბაჩიაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოებამ დააკავა და გაამწესა იქ, სადაც მისი ადგილია.
უნდა ითქვას, ანრი ოხანაშვილის პირველი რეზონანსული საქმეა, ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და ასეთი ოპერატიული მუშაობა, ძალიან პოზიტიური მოვლენაა, რადგან საზოგადოება პირდაპირ გრძნობს უსაფრთხოების სამსახურის სწორ მუშაობას.
წარმატებები ანრის და მთელ უწყებას.“ – წერს ქადაგიძე.