“ჩვენ, უამრავი შიდა თუ გარე საფრთხის არტახებში მყოფ ქვეყანას, უდიდესი გამძლეობა და გონიერება გვმართებს, რომ როგორმე ქვეყანას ომი თავიდან ავაცილოთ” – ანჯაფარიძე

“ასე ხდება საერთაშორისო პოლიტიკაში. თითქოსდა მოახლოებული ზავი უკრაინა(დასავლეთი)- რუსეთის ომში შესაძლოა საპნის ბუშტივით გასკდეს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ანჯაფარიძე მიიჩნევს, ასე ხდება როდესაც კონფლიქტის არცერთ მხარეს რეალურად არ სურს მშვიდობა.

“ამის მიზეზია მათში ჯერ კიდევ მბჟუტავი იმედი იმისა, რომ მაინც შეძლებენ მეორე მხარის დამარცხებას იარაღის ძალით. სწორედ აქეთკენ მიდის პროცესი ჯერჯერობით…

ჩვენ კი, უამრავი შიდა თუ გარე საფრთხეების და რისკების არტახებში მყოფ ქვეყანას, უდიდესი გამძლეობა და გონიერება გვმართებს, რომ როგორმე ქვეყანას ომი თავიდან ავაცილოთ. დიახ, ომი, რაც არ უნდა იქილიკონ ამაზე მავანთ. ერთხელ უკვე შევძელით ამის გაკეთება! “, – წერს ანალიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები