ნინო ფოჩხუა: გიორგი ბაჩიაშვილი დაკავებულია – აი რას ნიშნავს, როცა უსაფრთხოების სამსახურს სათავეში პროფესიონალი ხელმძღვანელი ჰყავს

„ვის შერჩენია უმადურობა, გიორგი ბაჩიაშვილს რომ შერჩენოდა. იგი დაკავებულია. აი რას ნიშნავს, როცა უსაფრთხოების სამსახურს სათავეში პროფესიონალი ხელმძღვანელი ჰყავს”,- ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ბაჩიაშვილს ურჩიონ ახლობლებმა დააბრუნოს მოპარული, მოიხადოს სასჯელი, რომ შემდგომ არ გაუჩნდეს ახლობლის ძარცვის სურვილი.

„ვის შერჩენია უმადურობა, გიორგი ბაჩიაშვილს რომ შერჩენოდა.
იგი დაკავებულია.
აი რას ნიშნავს, როცა უსაფრთხოების სამსახურს სათავეში პროფესიონალი ხელმძღვანელი ჰყავს.
მადლობა ანრი ოხანაშვილს და მთელ მის სამსახურს.
ბაჩიაშვილს კი ურჩიონ ახლობლებმა დააბრუნოს მოპარული, მოიხადოს სასჯელი, რომ შემდგომ არ გაუჩნდეს ახლობლის ძარცვის სურვილი, მით უმეტეს ისეთი ადამიანისთვის, ვინც მამასავით დაუდგა გვერდში და წარმატებულ კაცად აქცია”,-წერს ნინო ფოჩხუა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები