მედია: “ჰამასი” ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
„ალ ჯაზირას“ წყაროების ცნობით, “ჰამასი” აშშ-ის წინადადებას 70-დღიანი ზავის და 10 ტყვეს გათავისუფლების შესახებ დათანხმდა.
„წინადადება მოიცავს „ჰამასის“ მიერ დაკავებული 10 ცოცხალი ისრაელელი მძევლის ორ ჯგუფად გათავისუფლებას, 70-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზას სექტორიდან ისრაელის ჯარების ნაწილობრივი გაყვანის სანაცვლოდ“, – აღნიშნა წყარომ.
თუმცა, როგორც მედია წერს, ვაშინგტონმა ეს ინფორმაცია უარყო.
ისრაელის ოფიციალურმა პირებმა ასევე უარყვეს, რომ წინადადება აშშ-სგან იყო.
სამედიცინო წყაროების ცნობით , მხოლოდ ორშაბათს, ისრაელის თავდასხმების შედეგად სულ მცირე 81 ადამიანი, მათ შორის ბევრი ბავშვი დაიღუპა.