მერცი: უკრაინაში ომი იმაზე დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ჩვენ გვსურს ან შეგვიძლია წარმოვიდგინოთ
უკრაინაში ომი იმაზე დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ჩვენ გვსურს ან შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
„ნათელია, რომ პუტინი მოლაპარაკებების წინადადებებს სისუსტედ აღიქვამს. თუ რუსეთის ხელმძღვანელობა ვატიკანში შეხვედრის წინადადებასაც კი არ მიესალმება, მაშინ, ალბათ, მოგვიწევს შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ეს ომი იმაზე მეტხანს გაგრძელდება, ვიდრე ყველას გვსურს, ან შეგვიძლია წარმოვიდგინოთ“, – აღნიშნა მერცმა.