26 მაისთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სასახლე და სასახლის ეზო საქართველოს დროშის ფერებში განათდა და საზეიმოდ მოეწყო (ფოტო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სასახლე და სასახლის ეზო საქართველოს დროშის ფერებში განათდა და საზეიმოდ მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, თბილისში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.