დანიის პრემიერ-მინისტრი: რუსეთის საჰაერო დარტყმები ადასტურებს, რომ პუტინს ომი სურს და არა მშვიდობა

რუსეთის მიერ უკრაინაზე ბოლო დროს განხორციელებული მასშტაბური თავდასხმები ადასტურებს, რომ მოსკოვი არ არის დაინტერესებული მშვიდობით, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა ფინეთში სკანდინავიელი ლიდერების შეხვედრის დროს განაცხადა.

„დღის განმავლობაში პუტინი მოლაპარაკებებზე საუბრობს, შემდეგ კი ღამით უკრაინას ბომბავს“, – თქვა ფრედერიქსენმა.

მისი თქმით, სკანდინავიური ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ისინი უკრაინას იმდენ ხანს დაუჭერენ მხარს, რამდენიც საჭირო იქნება.

„ეს შეიძლება მოიცავდეს სამხედრო დახმარებას, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტიციებს და უკრაინულ კომპანიებთან თანამშრომლობას“, – აღნიშნა დანიის მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები