მაკრონის თქმით, ტრამპი აცნობიერებს, რომ პუტინი მას ატყუებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხვდება, რომ რუსმა დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა, მას მშვიდობისთვის მზადყოფნის შესახებ მოატყუა,- როგორც The Guardian-ი წერს, ასე საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ფიქრობს.
საფრანგეთის ლიდერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ტყუილების ზოგიერთ ასპექტს უკრაინასთან დაკავშირებით კარგად იცნობს.
მაკრონი იმედოვნებს, რომ ტრამპის რისხვა პუტინის მიმართ შესაბამის ქმედებებში გადაიზრდება.
როგორც მედია იუწყება, სავარაუდოდ, საფრანგეთის პრეზიდენტი გულისხმობდა შესაძლო სანქციებს, რომლებიც აშშ-ს, ევროკავშირთან ერთად, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაეწესებინა.