უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედ იარაღზე შეზღუდვა მოიხსნა
გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და აშშ-მა უკრაინისათვის შორ მანძილზე მოქმედ იარაღზე, მოქმედი შეზღუდვა მოხსნა,- ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გააკეთა.
“უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღზე რადიუსის შეზღუდვები აღარ არის. არც ბრიტანელებისგან, არც ფრანგებისგან, არც ჩვენგან და არც ამერიკელებისგან. ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინას ახლა შეუძლია, თავი დაიცვას რუსეთის სამხედრო პოზიციებზე თავდასხმითაც კი. ცოტა ხნის წინ, მცირე გამონაკლისების გარდა, მას ამის გაკეთება არ შეეძლო”, – თქვა გერმანიის კანცლერმა.
როგორც კანცლერმა აღნიშნა, გერმანია ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინისთვის მხარდაჭერის გაწევა განაგრძოს.