ინდონეზიაში პოლიციამ ორი ტონა მეტამფეტამინი აღმოაჩინა
ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე, გემის ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ორი ტონა მეტამფეტამინი აღმოაჩინა, რაც ქვეყნის ისტორიაში ნარკოტიკული ნივთიერების ყველაზე დიდი რაოდენობაა.
დაკავებულია ინდონეზიის ოთხი და ტაილანდის ორი მოქალაქე.
ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტომ განაცხადა, რომ ნარკოტიკები, სავარაუდოდ, ოქროს სამკუთხედის სინდიკატიდან მოდიოდა და განკუთვნილი იყო ინდონეზიისთვის, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებისთვის, როგორიცაა მალაიზია და ფილიპინები.
როგორც მედია იუწყება, ინდონეზიას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ანტინარკოტიკული კანონები აქვს და ნარკოტიკებით ვაჭრობა სიკვდილით ისჯება.